ანჩელოტი ინგლისის ნაკრებს კალვერტ-ლევინს ურჩევს

იტალიელ სპეციალისტს, კარლო ანჩელოტის, მიაჩნია,რომ დომენიკ კალვერტ-ლევინს ინგლისის ნაკრებში სათამაშო დრო უნდა მიეცეს. მისი აზრით, მაშინ, როცა “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ვარსკვლავი, ჰარი კეინი, აპრილამდე ვერ შეძლებს დაბრუნებას და ასევე მარკუს რეშფორდი, რომელიც ზურგის დაზიანების გამო 6 კვირას იუქმებს, საუთგეითმა უნდა მისცეს შანსი ევერტონის 22 წლის შემტევს.

მას შემდეგ, რაც ევერტონის მწვრთნელად კარლო ანჩელოტი დაინიშნა, კალვერტ-ლევინს 6 პრემიერ ლიგურ მატჩში 4 გოლი დაუგროვდა. მისთვის ეს სეზონი უკვე ყველაზე პროდუქტიულია. მან 26 შეხვედრაში 11 გოლის გატანა შეძლო.

“რა თქმა უნდა მას შეუძლია,რომ ითამაშოს ინგლისის ნაკრებისთვის .მან უნდა იბრძოლოს, რომ ასეთ კონკურენციაში მოიპოვოს თავისი ადგილი. ეს რთული იქნება, თუმცა მას აქვს იმის პოტენციალი და უნარები, რომ ეს შეძლოს”. – ამბობს იტალიელი სპეციალისტი

კარვერტ-ლევინს არ აქვს დიდ ფეხბურთში მაჟორული ტიტული მოპოვებული, თუმცა 2017 წელს 20 წლამდელთა ინგლისის ნაკრებში მან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ინგლისის ნაკრები 2020 წლის პირველ მატჩებს მარტში ჩაატარებს, სადაც ამხანაგურ შეხვედრებში იტალიასა და დანიას დაუპირისპირდება. შემდეგ კი გეზს ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატისკენ აიღებს.

წყარო: BBC

Leave a comment

Minimum 4 characters