ანჩელოტი შემდეგ მატჩს ვერ დაესწრება

ევერტონის მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი FA CUP-ის შეხვედრას გამოტოვებს და ის გუნდს მოედანთან ახლოს მითითებებს ვერ მისცემს. მიზეზი კი “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეხვედრაში მატჩის დამთავრების შემდეგ განხორციელებული საქციელია.

როგორც ცნობილია, მატჩის შემდეგ იტალიელი სპეციალისტი მსაჯს მივარდა და კალვერტ ლევინის არ ჩათვლილი გოლი გააპროტესტა. კრის კავანამ რამდენჯერმა ცადა მისი მოშორება,თუმცა ევერტონის დამრიგებელი არ მოეშვა და ამის გამო მას წითელი ბარათი უჩვენეს.

გამოტოვებულ მატჩთან ერთად მას 8 ათასი ევროს გადახდა მოუწევს, ჯარიმის სახით.ეს დაკისრებული ფულადი ვალდებულება შეიძლება ასევე გაიზარდოს 12 ათას ევრომდე, თუ დანაშაული ბოლომდე სამართლიანად ჩაითვლება.

“მე უბრალოდ მასთან ახლოს მივედი და მარტო მას დავუწყე საუბარი ძალიან დაბალ ტონალობაში,რათა მას გაეგო მხოლოდ და მხოლოდ. არ მესმის რატომ მივიღე ასეთი პასუხი” – საუბრობს იტალიელი სპეციალისტი

წყარო: BBC SPORTS

Leave a comment

Minimum 4 characters