“არსენალმა” მავროპოლი გაანათხოვრა

“არსენალის” მცველი კონსტანტინოს მავროპანოსის სეზონის დარჩენილ ნაწილს გერმანული მეორე ბუნდესლიგის ბინადარ “ნიუნბერგში” გაატარებს.

მავროპანოსი მეთოფეენს 2018 წელს ბერძნული “იანინადან” შეურთდა, თუმცა კლუბში გატარებული 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 8 შეხვედრა გამართა, რაც მაღალი კონკურენციით და ხშირი ტრავმიანობით იყო გამოწვეული.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ბერძენმა საერთოდაც 1 შეხვედრა ჩაატარა, ისიც ევროპა ლიგაზე სტანდარტის წინააღმდეგ.

ხსენებულიდან გამომდინარე “არსენალის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ გადაწყვიტა პრაქტიკის ასამაღლებლად ფეხბურთელი გაენათხოვრებინა. შესაბამისად მავროპანოსი სეზონის დარჩენილ ნაწილის მეორე ბუნდესლიგის აუტსაიდერის რიგებში გაატარებს.

Leave a comment

Minimum 4 characters