ბრუნო ფერნანდეში – იდეალური ტრანსფერი

„მანკუნიანელები“ მას დიდი ხანი ელოდნენ. რამდენჯერმე „ბოლო თამაშიც“ ჩაატარა სპორტინგში. მაშინ, როცა ბევრს იმედიც კი დაეკარგა, ბრუნოს ტრანსფერი გაოფიციალურდა. ეს ხდებოდა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს. როგორც წესი, ზამთარში, რთულია გააკეთო კარგი ტრანსფერი, გადმოიბირო მაღალი დონის მოთამაშე. მაგრამ, „იუნაიტედმა“ ეს დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, შეძლო.

როგორც ვხედავთ, ეს უბრალოდ კარგი ტრანსფერი არაა და ამაზე ბევრად მეტია. ბრუნომ 6 თამაშში, შეძლო და შეიძლება ითქვას – დაალაგა იუნაიტედის თამაში და განსაკუთრებით ნახევარდაცვა. ის იღებს ინიციატივას, არტყამს კარისკენ ბევრჯერ, იქმნის ბევრ მომენტს თავისთვის და უქმნის ბევრ მომენტს თანაგუნდელებს. ბევრჯერ, ცუდადაც დაურტყამს, თუმცა ამ მომენტებს მატჩი არ შეუცვლია. დაუშვია შეცდომები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის იბრძვის ბოლომდე, თითოეული ბურთისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, მან დაკარგა, თუ რომელიმე მისმა პარტნიორმა. ის არის გუნდის მთავარი შემოქმედი. შეუძლია არაფრისგან ყველაფრის შექმნა. მან 4 პრემიერლიგურ მატჩში, 2 გოლს და 2 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, თუმცა, ეს ბოლომდე არ გამოხატავს იმას, რასაც აკეთებს. შეიძლება, ბევრს აფუჭებს, მაგრამ ძალიან ბევრსაც უფუჭებენ. „მანჩესტერს“ არ ჰყავს შემსრულებელი, რომელზეც იქნება დაყრდნობილი გუნდი, ბრუნო კი მას გაუკეთებს პასს იმის იმედით, რომ ის გატანას შეძლებს. მას აქვს ყველაფერი, რაც იდეალურ ნახევარმცველს სჭირდება. კი, არ აწყენდა ფიზიკურად მოძლიერება, მაგრამ, რეალურად ეს მას ხელს არ უშლის, ასერომ, თამამად შეიძლება არ ჩაითვალოს მინუსად.

Leave a comment

Minimum 4 characters