წითელი ეშმაკების ყოფილი მცველი კლუბს მწვავედ აკრიტიკებს

ოლე გუნარ სოლსკლაიერის დარიგებული “მანჩესტერ იუნაიტედი” გუშინ გამართულ შეხვედრაში გასვლაზე “ლივერპულთან” ორ ბურთიანი სხვაობით დამარცხდა და პრინციპულ მეტოქესთან 30, ხოლო ლიგის ზონამდე 5 ქულა აშორებს.

“დაკომპლექტების დროს მათ საშინელი ინვესტიციები განახორციელეს. ყველაფერი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს. შემდეგი 6 თვე გუნდისთვის საკმაოდ რთული იქნება”.

მოგეხსენებათ, აღმასრულებელმა ვიცე-თავმჯდომარემ, ედ ვუდვორდმა, 2016 წელს 89 მილიონად პოლ პოგბა შეიძინა. ამის შემდეგ გუნდს დაემატა რომელუ ლუკაკუ, რომლის ღირებულება 75 მილიონი იყო. 2018 წლის იანვარში კი “არსენალიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” ალექსის სანჩესი გადავიდა 4.5 წლიანი კონტრაქტით, რომელიც ხელფასის სახით წელიწადში 14 მილიონის გადახდას ითვალისწინებდა.

ზაფხულის სანტრანსფერო ფანჯარაზე გუნდმა 130 მილიონზე მეტი დახარჯა. მათ “კრისტალ პალასიდან” აარონ ვან ბისაკა, “სუონსიდან” უელსელი დენიელ ჯეიმსი, ხოლო “ლესტერ სიტიდან” ცენტრალური მცველი, ჰარი მაგუაიერი, გაიფორმეს.

“არ მჯერა, რომ ასეთი ინვესტიციების შემდეგ, რომელიც ბოლო 5-6 წლის განმავლობაში გაკეთდა, გუნდი გამოდის მოედანზე და მატჩს ასე ასრულებს. მე ვერ შევცვლი ხელმძღვანელობას, ეს არავის შეუძლია , უბრალოდ ვცდილობ გავიგო, თუ რატომ იღებენ კლუბის მმართველები ასეთ გადაწყვეტილებეებს და რატომ სჯერათ, რომ მენეჯმენტი, რომელსაც ისინი ახორციელებენ, კლუბს წინსვლაში დაეხმარება”. – საუბრობს მანჩესტერის ყოფილი მცველი თავის პოდკასტში.

წყარო: BBC

Leave a comment

Minimum 4 characters