გრილიში მანჩესტერში?

ასტონ ვილას ერთ-ერთი წამყვან ფეხბურთელს, 24 წლის ჯეკ გრილიშს, მანჩესტერ იუნაიტედს უკავშირებენ. წითლებთან ერთად ბრძოლაში ,როგორც ცნობილი ხდება, “მანჩესტერ სიტიც” ჩაერთო.

დადის ჭორები,რომ ჯეკ გრილიში ბოლო დღეებია სახლს ეძებს ქალაქ მანჩესტერში. ბევრის აზრით, კი მისი ეს ქმედება ოლდ ტრაფროდზე გადაბარგების საწინდარია.

“მანჩესტერ სიტი” საბოლოოდ გამოეთიშა ბრძოლას ლიონელ მესისთვის, რამეთუ არგენტინელს არ აქვს არავითარი გეგმა და საბოლოო სურვილი,რომ ესპანეთი დატოვოს და რომელიმე სხვა გუნდს შეუერთდეს.

დაუზუსტებელი ჭორების მიხედვით, ამბობენ,რომ ჯეკ გრილიშმა უკვე მიიღო შემოთავაზება იუნაიტედისგან და მან ამაზე უარი არ განაცხადა. ჯერ ჯერობით ყველაფერი ჭორის დონეზე დადის,თუმცა ალბათობა მისი მანჩესტერში გადაბარგებისა, უფრო და უფრო იზრდება.

წყარო: BBC

Leave a comment

Minimum 4 characters