ესეთი წაგება ჩვენთვის მიუღებელია

44 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ ”ლივერპული” მოულოდნელად ”უოტფორდთან” ქეროუ როუდზე განადგურდა.

წითლების ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დაიკი ”უოტფორდთან” სენსაციურ წაგებას გამოეხმაურა, მისი აზრით წითლებისთვის მსგავსი წაგება მიუღებელია.

ვფიქრობ ”უოტფორდმა” გამარჯვება დაიმსახურა, მათ ქონდათ გეგმა რომელსაც ბოლომდე მიყვნენ და გაიტანეს სამი გოლი.

შეტევაშიც არ ვიყავით საკმარისად კარგები, ბევრი მომენტი არ გვქონია, ძალიან რთულია მიიღო ეს წაგება მაგრამ ესეთია ფეხბურთი.

წააგო აქ 3-0 მიუღებელია, წაგება მტკივნეულია მაგრამ რეკორდები მხოლოდ მედიისთვისაა მნიშვნელოვანი და არა ჩვენთვის, ჩვენ არც კი ვფიქრობდით რეკორდზე.

ჩვენ უკვე შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ, ძალების აღდგენა და კვლავ იმის გაკეთება გვსურს რასაც მთელი სეზონია ვაკეთებთ, მოვიგოთ მატჩები.

Leave a comment

Minimum 4 characters