“ის გუნდში ბედნიერია”- ჰანს ვაცკე

როგორც დორტმუნდის ბორუსიის აღმასრულებელი თავმჯდომარე ამბობს, ინგლისელი ტალანტი გუნდში ძალიან ბედნიერია და თავსაც საკმაოდ კარგად გრძნობს.

19 წლის მარჯვენა შემტევმა ამ სეზონში 14 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის, 14 ასისტი გააკეთა.

“მისი აზრით, გუნდს კარგი მომავალი აქვს და შეუძლია ნებისმიერ ტიტულზე იფიქროს. ჩემი აზრით,გუნდის დატოვება მის გეგმებში ნამდვილად არ შედის. “-ამბობს ჰანსი

ჯეიდონ სანჩომ “მანჩესტერ სიტი” 17 წლის ასაკში დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა. ბორუსიას მისი აკადემიიდან გამოხსნა 10 მილიონი დაუჯდა. მან წინა სეზონში 13 გოლი გაიტანა და ოქტომბრის თვეში ჩაატარა სადებიუტო მატჩი ინგლისის ნაკრებში.

“ასეთი ფეხბურთელის გარშემო სპეკულაციების არსებობა რათქმაუნდა საკმაოდ ნორმალური მოვლენაა, თუმცა მომავალში რა მოხდება 100%-ით არავინ იცის. ამაზე კიდევ იქნება საუბრები,როგორც სანჩოს აგენტთან ასევე თვითონ ჯეიდონთანაც” – საუბრობს გერმანელი აღმასრულებელი დირექტორი.

Leave a comment

Minimum 4 characters