იტალიური მასტერკლასი ევერტონიდან

ძალიან ბევრს აინტერესებს, თუ რა უქნა კარლო ანჩელოტიმ ევერტონის ფორმაციას და როგორი ზეგავლენა იქონია მისმა გადმოსვლამ ამ გუნდისთვის. ფაქტია, როდესაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ გაქვს მოგებული, შენი სიტყვები ფასობს და თავისი წონა აქვს.

მას შემდეგ, რაც “ევერტონში” კარლო ანჩელოტი გადმოვიდა, მერსესაიდულ გუნდზე მეტი ქულა პრემიერ ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მათმა პრინციპულმა მეტოქემ, “ლივერპულმა” მოიპოვა. მათმა მოპოვებულმა ჩვიდმეტმა ქულამ გუნდი მეექვსე პოზიციაზე აიყვანა და კლუბი ევროპა ლიგის ზონაში შევიდა.

აღსანიშნავია,რომ ანჩელოტის გადმოსვლის მერე ბრწყინვალედ ათამაშდა მარკო სილვა. ასევე ცნობილია,რომ ანჩელოტი უფრო დიდი აქტიურობისკენ მოუწოდებს თეო ვოლკოტსა დიდ იმედებს ამყარებს კალვერტ-ლევინზე.

წყარო: BBC

Leave a comment

Minimum 4 characters