ლამპარდი გუშინდელი თამაშით უკმაყოფილოა

გუშინდელ შეხვედრაში ლონდონის ჩელსიმ სახლში არსენალს უმასპინძლა. ტაიმის დასაწყისშივე დავიდ ლუიზმა წითელი ბარათი მიიღო და 75 წუთის განმავლობაში არსენალს 10 კაცით მოუწია თამაში. მარტინელისა და ბელერინის გოლებით მეთოფეებმა მატჩის გადარჩენა მოახერხეს და აქტივში 1 ქულაც ჩაიწერეს. ლურჯების დამრიგებელი შედეგით უკმაყოფილოა და აშკარად ამჩნევს იმ ლაფსუსებს, რაც დაცვაში აღინიშნება.

“აუცილებელია თითოეული მომენტის სწორად შეფასება. ყველა დეტალი სწორად უნდა დაინახო. ჩვენ პირველივე გოლზე მწვავე და აშკარა შეცდომა დავუშვით. მეორე გოლის დროს შეცდომა უფრო მსუბუქი იყო, თუმცა ასე მარტივად არ უნდა მისცე საშუალება ფეხბურთელს, რომ საჯარიმოს გარედან ასე მარტივად შეძლოს გოლის გატანა. ხანდახან ყველაფერს ცივად და რეალურად უნდა შეხედო. მათ მხოლოდ ორჯერ დაარტყეს, პირველად პირველ ტაიმში, ხოლო მეორედ მატჩის მიწურულს და ორივე გაიტანეს.”- საუბრობს ლამპარდი

ლამპარდმა ასევე აღნიშნა, რომ ლუიზის გაძევების შემდეგ გუნდს უფრო კარგად უნდა გამოეყენებინა ეს უპირატესობა.

“უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო, და რაც გვრჩებოდა იყო ის, რომ მომენტები სწორად გამოგვეყენებინა, უკან სწრაფად ჩამოვსულიყავით და რაოდენობის მეტობით გვესარგებლა. ჩემი აზრით, ჩვენ საკმაოდ სწრაფად გადავადგილდებოდით და უფრო კარგადაც ვუტევდით, თუმცა მომენტები, რომლებშიც გოლი უნდა გაგვეტანა, ვერ გამოვიყენეთ და სწორედ ამის გამო დავისაჯეთ. ჩვენ მეოთხე პოზიციაზე ვართ, რაც საკმაოდ კარგია, თუმცა ყველაფერი წინ არის და დარჩენილ თამაშებზე სრული კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ” – ამბობს ინტერვიუში ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი

წყარო: ESPN

Leave a comment

Minimum 4 characters