ლამპარდი კეპაზე საუბრობს

”ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა უარყო ყველა ჭორი მის და კეპა არიზაბალაგას ცუდი ურთიერთობის შესახებ და განაცხადა რომ ყველაფერი ესპანელ გოლკიპერზეა დამოკიდებული.

მე კეპასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს, დაახლოებით 20 ფეხბურთელი მყავს და ვალდებული ვარ ყველა ბედნიერი გავხადო

მე უბრალოდ პროფესიონალიზმს და ვარჯიშებზე ბოლომდე დახარჯვას ვითხოვ, კეპას კი ამ მხრივ პრობლემა არ აქვს, ეს ყველა პოზიციას ეხება, ვარჯიშობ და ცდილობ იყო ძირითად თერთმეტეულში, ხოლო შემდგომი ინდივიდუალური პერფომანსის სტაბილურობაა, ამ კლუბში ესეთი სტანდარტებია.

ფეხბურთელების ბედი მათივე ხელშია, კეპა კარგად ვარჯიშობს მაგრამ იგივეს თქმა შემიძლია კაბალეროზე, მან რამოდენიმე კარგი სეივი შემოგვთავაზა ”ბაიერნის” წინააღმდეგ რაც აღსანიშნავია.

ყველა პოზიციაზე კონკურენციაა საჭირო, სეზონის ბოლომდე კი უამრავი გადაწყვეტილების მიღება მომიწევს.”

ფრენკ ლამპარდი ”ბორნმუთთან” მატჩამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

Leave a comment

Minimum 4 characters