ლივერპულის ახალი კონტრაქტი ვან დაიკს

”ლივერპული” ვირჯილ ვან დაიკს ახალი კონტრაქტით დაასაჩუქრებს, ბრიტანულ პრესაზე დაყრდნობით ვირჯილი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მცველი იქნება. დღეს ის კვირაში 200.000 ფუნტს გამოიმუშავებს.

2018 წლის იანვარში წითლებმა ჰოლანდიელი რეკორდულ 75 მილიონ ფუნტად იყიდეს, რის შემდეგაც ვირჯილი მსოფლიოში საუკეთესო მცველად ჩამოყალიბდა. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო თასი, გახდა ევროპის და პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი.

მცველებს შორის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელფასი ვირჯილის თანამემამულეს მატიას დე ლიხტს აქვს, რომელიც ”იუვენტუსში” კვირაში 416.000 ფუნტს იღებს.

Leave a comment

Minimum 4 characters