ობამეიანგის სასჯელი ძალაში დარჩა

განვლილ ტურში ობამეინგმა ძალიან უხეშად ითამაშა “კრისტალ პალასთან” შეხვედრაში, შედეგად რეფერისგან წითელი ბარათი დაიმსახურა და 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ლონდონელებმა ფა–ს აპელაციით მიმართეს, სადაც აღიარეს ფეხბურთელის დანაშაული და ითხოვეს მისთვის სასჯელი შეემსუბუქებინად, გამომდინარე იქიდან, რომ გაბონელის ქმედება არ იყო ჩადენილი მავნე განზრახვით.

საფეხბურთო ასოციაციამ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და სასჯელი ძალაში დატოვა. შესაბამისად ფეხბურთელი მომდევნო 3 შეხვედრას გამოტოვებს, მათ შორის 21 იანვარს გასამართ დერბის “ჩელსის” წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი “მეთოფეების” საუკეთესო ბომბარდირია 16 გოლით.

Leave a comment

Minimum 4 characters