როგორ იქმნებოდა მონსტრი – ჯეიმი ვარდი

ჯეიმი ვარდი – თანამედროვე პრემიერ ლიგის, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გოლეადორი და ერთ-ერთი მთავარი პერსონა. თავისი გუნდის აშკარა ლიდერი. გუნდის ერთგული და პრემიერ ლიგის მოქმედი ბომბარდირი. როგორ იქმნებოდა მონსტრი, სახელად ჯეიმი ვარდი…

ის „ლესტერში“ 2012 წელს მივიდა, იმ დროს „ლესტერი“ ჩემპიონშიპში თამაშობდა. სადებიუტო სეზონში, 5 გოლით და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი გუნდი, მომდევნო (2013/14) სეზონში, ჩემპიონშიპში პირველ ადგილს იკავებს და იპოვებს ლიცენზიას, რომლითაც მომავალ წელს, ისინი პრემიერ ლიგაში შეძლებენ ასპარეზობას. ვარდი გაიზარდა და 16 გოლს მოუყარა თავი. შემდეგი წელი, „მელიებმა“ პრემიერ ლიგაში გაატარეს. მათ შეასრულეს პროგრამა მინიმუმი და მოახერხეს ინგლისის ყველაზე პრესტიჟული ლიგის ეგიდით, მომდევნო სეზონის ჩატარების უფლების მოპოვება. ინგლისელმა 13 გოლში მიიღო მონაწილეობა (8 საგოლე გადაცემა, 5 გოლი). მან გაუტანა „იუნაიტედს“ და „ტოტენჰემს“. ახლა კი მთავარი – 2015/2016 წლების სეზონი. „ლესტერი“, როგორც ჩემპიონი. ვარდი-მაჰრეზი, როგორც წლის საუკეთესო დუეტი. უშუალოდ ჯეიმი – წლის საუკეთესო მოთამაშის როლში.

სეზონის დაწყებამდე, ალბათ ათეულში შესვლა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ, სიტუაცია სხვანაირად განვითარდა:
ლესტერს ძალიან გაუმართლა. მათ გუნდში ამის მომასწავებელი, არაფერი იყო. მაშინ, ჯერ კიდევ არ ვიცნობით მას, ვის შესახებაც ახლა კითხულობთ. საშუალოზე დაბალი დონის მოთამაშეები (იმ დროისთვის), ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ბევრის გულებიც მოიგეს.
მათ ისარგებლეს გრანდების ცუდი მდგომარეობით („ლივერპულმა“ მერვე, ხოლო „ჩელსიმ“ იმ სეზონში, მეათე ადგილები დაიკავეს). ასევე, არც ის გრანდები იყვნენ (მათთვის) კარგ ფორმაში. „იუნაიტედმა“ მეხუთე ადგილი დაიკავა და 6-7 ადგილებზე (ევროპა ლიგის საგზური), არც მეტი, არც ნაკლები, „საუთჰემპტონი“ (6) და „უესტ ჰემი“ (7) გავიდნენ.

ახლა კი, ჯეიმის ზღაპრულ სეზონზე:
24 გოლი და 6 საგოლე პასი.
ვარდიმ გაუტანა „არსენალს“ (3), „ლივერპულს“ (2), „მანჩესტერ იუნაიტედს“ (1), „ჩელსის“ (1).
ორჯერ გახდა თვის საუკეთესო მოთამაშე.
დაასახელეს პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
დამეთანხმებით, 29 წლის (იმ დროისთვის) ფორვარდისთვის, რომელსაც კარიერის მანძილზე, არაფერი ღირებული (გოლის გარდა), მაღალ დონეზე არ შეუქმნია, როცა 1 წელში ამდენს ახერხებს, ცოტა მოულოდნელია. სასიამოვნოდ მოულოდნელი.
ვარდი არიყო მხოლოდ 9 ნომერი, რომელიც ელოდებოდა გამზადებულ მომენტს და 1 შეხებით დარტყმით ეცდებოდა გატანას. ბევრი მომენტი თავად შექმნა. ის არ იყო თანაგუნდელებზე ისე დამოკიდებული, როგორც 9-იანების 70%.

მას ახლაც აქვს ყველაფერი, იდეალური მოთამაშისთვის, გარდა ასაკისა. ის ამ ფანტასტიური სეზონის შემდეგაც, მშვენიერ ფორმაშია და საშუალოდ სეზონში 17 გოლს იტანს.

Leave a comment

Minimum 4 characters