“არსენალი” პაბლო მარის მიუახლოვდა

მიკელ არტეტას გუნდი დაცვის ცენტრის საფუძვლიან გაძლიერებას გეგმავს. “მეთოფეები” ახლოს არიან “ფლამენგოს” ცენტრალური მცველის პაბლო მარის გაფორმებასთან.

ESPN Brasil-ის ცნობით პარასკევს მარი ლონდონში გაფრინდა, რათა “არსენალში” სამედიცინო შემოწმება გაიაროს და თანამემამულის გუნდს შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი 2016-19 წლებში “სიტის” რიგებში ირიცხებოდა, თუმცა არენდით გამუდმებული მოგზაურობა მოუწია, “ქალაქელთა” რიგებში კი მისი დებიუტი ვერა და ვერ შედგა.

ფლამენგოს რიგებში ფეხბურთელი 2019 წლის ზაფხულში ჩაირიცხა და საკვანძო როლი ბრაზილიური კლუბის წარმატებაში, რომელმაც მოიგო შიდა ჩემპიონატი და ლიბერტადორესი.

ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონ ევროს (8.4 მლნ ფუნტს) შეადგენს. აღსანიშნავია, რომ “ფლამენგოს” მარის გაფორმება 1 მლნ ფუნტი დაუჯდა.

Leave a comment

Minimum 4 characters