“ჩელსი” ზაფხულისთვის ემზადება

ლონდონური კლუბი ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე გვარიან აქტიურობას გეგმავს.

“ჩელსი” მზად არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 150 მილიონი დახარჯოს და შემადგენლობის გარკვეული რგოლი გააძლიეროს. “არისტოკრატების” მთავარი სამიზნე “აიაქსის” შემტევი ჰაკიმ ზიეჩია.

26 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 42 მილიონს შეადგენს და ჯოიდენ სანჩოს ალტერნატივად მოიაზრება, რომლის გასხვისებას “დორტმუნდი” 100 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

The Telegraph-ის ცნობით “ჩელსიმ” შესაძლოა დაიბრუნოს ნათანიელ აკე “ბორნმუთიდან”, რომლის გამოსყიდვაც 40 მილიონადაა შესაძლებელი.

ჯერჯერობით გუნდში მოსვლის დღიდან ფრენკ ლამპარდს ტრანსფერი არ განუხორციელებია, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, თუმცა როგორც ჩანს ზაფხულში სიტუაცია კარდინალურად განსხვავებული იქნება.

Leave a comment

Minimum 4 characters