ფაბინიო მოედანს უბრუნდება

ბრაზილიელი ფეხბურთელი დაბრუნებასთან ახლოსაა.

ფაბინიო მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურებოდა და კლოპის ფორმაციის გუნდის საკვანძო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ამჟამად “წითლების” ნახევარმცველი ტრავმას იშუშებს, რომელიც ნოემბრის ბოლოს მიიღო.

პარასკევს გამართულ პრეს კონფერენციაზე იურგენ კლოპმა იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთელი ვარჯიშს ახლო მომავალში განაახლებდა, რაც თავად ბრაზილიელმაც დაადასტურა.

“სწორი მიმართულებით მივდივარ. უკვე დავიწყე ინდივიდუალური ვარჯიში და ბურთთან მუშაობა. ძალიან მალე მთავარ გუნდთან ერთადაც შევძლებ ვარჯიშის განახლებას.” განაცხადა ფაბინიომ Telefoot–თან მიცემულ ინტერვიუში.

Leave a comment

Minimum 4 characters