“ლივერპულმა” პრიორიტეტები გამოკვეთა

“მერსესაიდული” კლუბი ახალ კონტრაქტებზე მუშაობს. საუბარია ალისონ ბეკერსა და ვირჯილ ვან დაიკზე.

“წითლებმა” ხსენებულ ფეხბურთელებში საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია ჩადეს, რაც თამაშის ხარისხზეც მნიშვნელოვნად აისახა. ალისონს და ვირჯილს ლომის წილი მიუძღვით “წითელი მანქანის” ფუნქციონირებაში. შესაბამისად კლუბის ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტია უკანა ხაზის წარმომადგენლები კიდევ 5 წლით შეინარჩუნოს. კონტრაქტებზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და სიახლეებს ახლო მომავალში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში “წითლებმა” უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ჯო გომესთან, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან და ენდი რობერტსონთან. მოლაპარაკებები მიმდინაროებს ჯინი ვეინალდუმთანაც.

Leave a comment

Minimum 4 characters