მერტენსი პრემიერ ლიგაში?

“ჩელსი”, “იუნაიტედი” და “არსენალი” დრის მერტენსის გაფორმებას შეეცდებიან, რომელიც სეზონის ბოლოს “ნაპოლის” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ამ მომენტისთვის ბელგიელ ფეხბურთელს მხოლოდ 3 გოლი აშორებს კლუბის რეკორდამდე და მარეკ ჰამშიკის მაჩვენებლის (121 გოლი) გაუმჯობესებმადე. აღნიშნულმა ფაქტორმა გარკვეული გავლენა იქონია იმაზე, რომ მერტენსმა სამუშაო ადგილი ზამთარშივე არ გამოიცვალა, მაშინ როცა “ჩელსი” აქტიურად ცდილობდა მის გაფორმებას.

Daily Mail-ის ცნობით 32 წლის ფეხბურთელი შესაძლოა პრემიერ ლიგაში აღმოჩნდეს. მასთან უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას “ჩელსი”, “არსენალი” და “იუნაიტედი”, ასევე მილანის “ინტერი”. ამჟამად მერტენსის ანაზღაურება 3.2 მილიონია, თუმცა ბელგიელი ახალი კლუბისგან 6 მილიონს მოითხოვს, იმის გათვალისწინებით, რომ თავისუფალი აგენტი იქნება.

მერტენსი “ნაპოლიში” 2013 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდის განმავლობაში 306 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

Leave a comment

Minimum 4 characters