მოურინიომ დამნაშავე აღმოაჩინა

ჟოზე მოურინიო თვლის, რომ ჰარი კეინის ტრავმაში დანაშაული ინგლისის ნაკრებს მიუძღვის.

მიმდინარე სეზონში კეინმა ორივე ფრონტზე 31 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ბოლო მატჩში ბარძაყი დაიზიანა. შედეგად ინგლისელ შემტევს ოპერაცია ესაჭიროება და მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ აპრილში შეძლებს.

მოურინიოს განცხადებით საკადრო პრობლემების გამო მას საშუალება არ ჰქონდა კეინი დაესვენებინა, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისის ნაკრებზე, სადაც ფორვარდები საკმაო რაოდენობით არიან.

“კეინი დამესვენებინა? ამის ფუფუნება არ მქონდა თუ არ ჩავთვლით “ბარნლისთან” შეხვედრას, რომელიც დიდი ანგარიშით მოვიგეთ. თითოეული დაპირისპირება ძალიან რთული იყო, შესაბამისად უფლება არ გვქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვესვენებინა როგორიც კეინია.”

“თუ მან ზედმეტი მატჩი ითამაშა ეს ინგლისის ნაკრების დამსახურებაა. ” ციტირებს მოუს Daily Mail.

Leave a comment

Minimum 4 characters