რაჰიმი ტრავმირებულია

რაჰიმ სტერლინგი ტრავმირებულია. “ტოტენჰემთან” შეხვედრაში სტერლინგი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ინგლისელი ჯერ იყო და გაძევებას გადაურჩა დელე ალიზე უხეშობის გამო, შემდეგ კი საეჭვო ვითარებაში თერთმეტმეტრიანს ითხოვდა.

მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ფეხბურთელი სრულიად შემთხვევით შეცვალეს, თუმცა როგორც აღმოჩნდა მას დაზიანება აღმოაჩნდა. კლუბის ოფიციალური საიტის განცხადებაში წერია, რომ სტერლინგი “ვესტ ბრომვიჩთან” შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა Sky-ს ინფორმაციით რაჰიმმა შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაშიც ვერ მიიღოს მონაწილეობა.

Leave a comment

Minimum 4 characters