რეშფორდის სიტუაცია დამძიმდა

მარკუს რეშფორდის დაზიანება სერიოზული აღმოჩნდა. შესაძლოა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.

რეშფორდმა დაზიანება “ვულვზთან” სათასო დაპირისპირებისას მიიღო და მას შემდეგ 6 შეხვედრა გამოტოვა. სულშერის განცხადებით ახალგაზრდა შემტევი 6 კვირის შემდეგ შეძლებდა მოედანზე დაბრუნებას, თუმცა როგორც ირკვევა შესაძლოა რეშფორდი მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილოთ.

“ექიმი არ ვარ, თუმცა მსგავსი ტრავმა დროს მოითხოვს. დაწვრილებითმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ მარკუსი რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს, შესაძლოა ვერც ევროპის ჩემპიონატზე წავიდეს. “ განუცხადა სულშერმა Sky Sports-ს.

Leave a comment

Minimum 4 characters