სალაჰს ოლიმპიადაზე “ეპატიჟებიან”

ეგვიპტის ფეხბრთის ფედერაციის მესვეურები დარწმუნებულნი არიან, რომ მოჰამედ სალაჰი დათანხმდება მათ შეთავაზებას და მონაწილეობას მიიღებს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე. ამგვარად “ლივერპულის” ფეხბურთელს, ინგლისში სეზონის სტარტის გამოტოვება მოუწევს.

ოლიმპიადაზე მონაწილე თითოეულ გუნდს უფლება აქვს განაცხადში ჰყავდეს სამი 23 წელზე უფროსი ფეხბურთელი, შესაბამისად გასაკვირი არ არის, რომ აფრიკელებს სურთ ტურნირზე თავისი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი წაიყვანონ.

ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამი ელ-ჰანაინმა დაადასტურა, რომ ახლო მომავალში პირადად გაესაუბრება სალაჰს.

თუ ეგვიპტელი თანხმობას განაცხადებს, მაშინ მას არამარტო სეზონის სტარტის არამედ შუა ნაწილის გამოტოვებაც მოუწევს აფრიკის თასის გამო. ნაკლებ სავარაუდოა აღნიშნულ ინიციატივას კლოპი დადებითად შეხვდეს.

Leave a comment

Minimum 4 characters