“სიტი” სასამართლოსთვის ემზადება

“ქალაქელები” იურისტების და ადვოკატების ვარსკვლავურ გუნდს აგროვებენ. “სიტის” მესვეურები იმედოვნებენ, რომ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში უეფას დაამარცხებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უეფამ ინგლისური კლუბი მკაცრად დასაჯა ფინანსური ფეირ პლეის დარღვევის გამო და ევროთასებიდან 2 წლით მოკვეთა, 30 მილიონიან ჯარიმასთან ერთად. “ეტიჰადის” ბინადრები დანაშაულს უარყოფენ და სპორტული არბიტრაჟისთვის ემზადებიან. მათი განცხადებით ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

The Telegraph-ის ცნობით “ქალაქელებმა” მსოფლიოში საუკეთესო და გარმოჩეული იურისტები მოიწვიეს, მათ შორის დევიდ პანიკი, რომელიც სამეფო ადვოკატის სტატუსით სარგებლობს და რომელმაც წარსულში ორჯერ დაბლოკა ბრიტანეთის მთავრობის ინიციატივა გამოსულიყო ევროკავშირიდან.

Leave a comment

Minimum 4 characters