“ტოტენჰემი” ბეილის დაბრუნებაზე მუშაობს

“ტოტენჰემმა” გარეთ ბეილთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

Daily Express-ის ცნობით იანვრის სატრასნფერო ფანჯრის დასკვნით კვირაში ჟოზე მოურინიოს 3 ფეხბურთელის დამატება სურს, რომელებიც “მამლებს” ოთხეულში მოხვედრაში დაეხმარებიან.

ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად პორტუგალიელი ბეილს მოიაზრებს, რომლის თავიდან მოშორებაც მადრიდულ კულბს უკვე 12 თვეა სურს. არენდა გამორიცხულია, შესაბამისად მხარეები ტრანსფერის შესახებ მსჯელობენ.

“რეალთან” ბეილს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირების, ხოლო ანაზღაურების სახით კვირაში 650 ათას ფუნტს ღებულობს, შესაბამისად მადრიდელებს უელსელისთვის კომპენსაციის მიცემაც მოუწევთ, რათა ეს უკანასკნელი ჩრდილოეთ ლონდონში დაბრუნებას დათანხმდეს.

Leave a comment

Minimum 4 characters