ტრავმირებული მუსტაფი და ჩაშლილი ტრანსფერი

“არსენალის” მცველი შკოდრან მუსტაფი ტრავმირებულია.

გუშინ გამართული მეოთხე რაუნდის სათასო შეხვედრის მიმდინარეობისას მუსტაფი საკუთარ გოლკიპერს შეეჯახა და მოედნის დატოვება საკაცით მოუწია. ჯერჯერობით უცნობია დაზიანების სირთულე, თუმცა მიკელ არტეტას პოზიტიური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ გუშინ ანუ მუსტაფის დამტვრევის დღეს “არსენალმა” “ფლამენგოს” ცენტრალური მცველის პაბლო მარის ტრანსფერი ჩაშალა.

Leave a comment

Minimum 4 characters